ვინ არიან ნაციონალური მოძრაობის გორელი "დონორები"

ვინ არიან ნაციონალური მოძრაობის გორელი "დონორები"

სამშენებლო კომპანია "იბოლია" ქალაქ გორში ნაციონალური მოძრაობის ყველაზე მსხვილ დამფინანსებლად მიიჩნევა. 2011 წლის 5 ოქტომბერს ამ კომპანიამ ნაციონალურ მოძრაობას 100 000 ლარი შესწირა. გუშინ  28 დეკემბერს, გამოქვეყნებულ დამფინანსებელთა სიაში ალიკა და სოსო მაკრახიძეების კომპანია "იბოლია" კვლავ ფიგურირებს. ის 2010 წლის ანალოგიურ სიაშიც მოხვდა 50 000 ლარით.

"იბოლიას" 50% გორში მცხოვრებ ძმებ ალიკა და სოსო მაკრახიძეებს ეკუთვნით. ალიკა მაკრახიძე 2010 წლის ნოემბერში სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით იყო დაკავებული და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ორ კვირაში გათავისუფლდა.  ალიკა მაკრახიძეს გორში კიდევ ერთი კომპანია  - "არქმშენსტუდია 2002" აქვს დაფუძნებული. ის 2007 წლიდან 2010 წლის აგვისტომდე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორი იყო. მაკრახიძე, ამ პერიოდის საკრებულოს თავმჯდომარის, ზვიად ხმალაძის ახლობელია. ხმალაძე კი საქართველოს პრეზიდენტის ამჟამინდელ ადმინისტრაციის უფროსის, დავით ტყეშელაშვილის ნათლიმამაა.

რეგიონში გუბერნატორად ზურაბ არსოშვილის დანიშვნის შემდეგ ალიკა მაკრახიძის კომპანია გორის მუნიციპალიტეტის შესყიდვებს ჩამოაშორეს. მიზეზი არსოშვილისა და საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე სხვა და სხვა "გუნდში" ყოფნაა...

(სრული ვერსია იხილეთ აქ)

საბა წიწიკაშვილი

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა