გერმანულ სოფელში ყინულის ეკლესია ააშენეს

გერმანულ სოფელში ყინულის ეკლესია ააშენეს

პატარა გერმანულ სოფელში, მიტერფირმიანსროიტში ყინულის ეკლესია ააშენეს. ყინულის სამლოცველოს სიგრძე - 26 მეტრი,სიმაღლე - 17 მეტრი, ხოლო სიგანე 11 მეტრია. 

უცნაური პროექტის მშენებლობაზე 1400 კუბამეტრი თოვლი დაიხარჯა. პროექტის ორგანიზატორების თქმით, უცნაური სამლოცველოს არსებობა, ამინდის ცვალებადობაზეა დამოკიდებული.

ყინულისგან ეკლესიის მშენებლობას, ამ რეგიონში ისტორიული ფესვები აქვს. 100 წლის წინ, 1911 წელს, სოფელში იმხელა თოვლი მოვიდა, რომ ადგილობრივებმა მახლობელ დასახლებაში მდებარე ეკლესიამდე მიღწევა ვერ შეძლეს. მაშინ მათ თოვლისგან საკუთარი ტაძარი ააშენეს.

მათ, ვინც მიტერფირმიანსროიტის მონახულებას გადაწყვეტს, ყინულის ეკლესიის გარდა, ყინულის სკულპტურების გამოფენაც ელოდება. გამოფენა 28 ნოემბრამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, 30 დეკემბრიდან, ყოველ ხუთშაბათს, სოფელში ტრადიციული რბოლა გაიმართება, სადაც მონაწილეებმა ჩირაღდნებით ხელში გრძელ დისტანციაზე უნდა იასპარეზონ.

მომზადებულია t-online.de-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს