ლიანა ისაკაძე: "მთავარი სიყვარულია!"

ლიანა ისაკაძე: "მთავარი სიყვარულია!"

საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ლიანა ისაკაძე საახალწლოდ რამდენიმე დღით არის თბილისში ჩამოსული. გენიალური მუსიკოსი საუბრისას ჩვეული უშუალობით გამოირჩევა.

- ქალბატონო ლიანა, ახალ წელს თბილისში შეხვდებით?

- დიახ, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გავმართავ, 31 დეკემბერსაც თბილისში ვიქნები, მეორე დღეს კი კვლავ ევროპაში მივემგზავრები.

- რა არის თქვენთვის ახალი წელი? როგორ ხვდებით მას?

- ახალი წელი სიმბოლური დღესასწაულია და ვფიქრობ, ყოველი წელი ადამიანებმა იმით უნდა დავიწყოთ, რაც ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ძვირფასია... მე, ტრადიციულად, ყოველ 31 დეკემბერს 12 საათს წუთები რომ გადასცილდება, ვიღებ ვიოლინოს და ვუკრავ, შამპანურს მერე ვსვამ... ახალ წელს სამჯერ, სამი ქვეყნის დროით ვხვდები: იქ, სადაც იმწუთას ვარ, სადაც ვცხოვრობ და ცხადია, საქართველოს დროით.

- ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობთ?

- დიახ, პარიზსა და გრასში. საქართველო კი ჩემი სამშობლოა და ამით ყველაფერია ნათქვამი. ყოველთვის, როცა სამშობლოში ვბრუნდები, ისე ვგრძნობ თავს, თითქოს ხელახლა ვიბადები! ქართველ ხალხს წრფელი გულითა და დიდი სიყვარულით ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. თანამემამულეებს ვუსურვებ, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, შეინარჩუნონ ურთიერთსიყვარული, არ დაკარგონ თანაგრძნობის, თანადგომის სურვილი. რაც უნდა რთული სიტუაცია იყოს ირგვლივ, თუ სიყვარული შეინარჩუნე, მდიდრდები კიდეც, უპირველესად, სულიერად. მიუხედავად ყველაფრისა, ვიყოთ მომთმენნი. ბოროტებას სიყვარულით ვუპასუხოთ.

როგორც დიდი მწერალი დოსტოევსკი ამბობს: თუ გინდათ, შეიყვაროთ ადამიანი, მას უნდა იცნობდეთ, ხოლო თუ გინდათ ის შეიცნოთ, უნდა გიყვარდეთო.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს