* 1943 წლის 30 ნოემბერს თეირანში გამართულ შეხვედრაზე სტალინმა ჩერჩილსა და რუზველტს შესთავაზა, ომის დამთავრების შემდეგ ბერლინის შუაგულში 50 ათას ნაცისტ ოფიცერს მოვუყაროთ თავი და სახალხოდ დავხვრიტოთო. ამაზე ჩერჩილმა სასტიკი პროტესტი გამოთქვა. სიტუაციის განმუხტვას რუზველტი ხუმრობით შეეცადა - ჯანდაბას, 49 ათასი იყოსო. ჩერჩილი გაბრაზდა. ცალკე ოთახში გავიდა და უკან აღარ შემობრუნებულა, სანამ სტალინმა არ მიაკითხა და არ უთხრა, - ვიხუმრეო.
* ვახუშტი კოტეტიშვილი და მისი მეგობარი სევა ელიავა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტიდან შაბათობაზე ნერგების დასარგავად იყვნენ წასულნი. ადგილები, სადაც ორმოები უნდა ამოეთხარათ და ხეები დაერგოთ, წინასწარ იყო მონიშნული. ყველანი ცდილობდნენ, ცოტა "წაეხალტურებინათ" და ამ ადგილებს შიგადაშიგ ტოვებდნენ. სევას მეტისმეტი მოუვიდა გამოტოვება და მას თავზე ედუარდ შევარდნაძე დაადგა. რატომ ტოვებო?.. - მეშინია, ბატონო ედუარდ, მგელი არ გაჩნდესო! - გაუღიმა სევამ.
* როდესაც ანზორ ერქომაიშვილი პარიზიდან დაბრუნდა და მშობლიურ კუთხეს, გურიას ესტუმრა, იქაურებს მოუყვა, ქართული სიმღერები ევროპელებმა მსოფლიო მონაპოვრად აღიარესო. "რავა, აქამდე არ იცოდნენ თუ?!" - გაიკვირვეს გურულებმა.
* ჰერმესის შვილი ავტოლიკე დახელოვნებული ქურდი იყო. მას შეეძლო მოპარული საქონლისთვის ფერიც კი შეეცვალა. ქურდისგან დასაცავად სიზიფემ საკუთარ საქონელს ჩლიქებზე გაუკეთა წარწერა: "მოპარულია ავტოლიკეს მიერ".
* ლონდონის ცენტრალური ფოსტის შენობაზე, იქ, სადაც სატელეფონო განყოფილებაა, შესასვლელში გაკეთებულია წარწერა: "ნუ დაწერთ წერილებს. დარეკეთ ტელეფონზე. ამით თქვენ თავიდან აიცილებთ ორთოგრაფიულ შეცდომებს".
* ერთ ოფიციალურ მიღებაზე მორის რაველის გვერდით იჯდა კომპოზიტორი, რომელსაც არ უყვარდა მისი მუსიკა. მეზობლები ჯიუტად დუმდნენ. ბოლოს რაველმა ჩაახველა და წყნარად უთხრა: - ძვირფასო კოლეგა, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ახლა სხვა თემაზე ვილაპარაკოთ?
* ლონდონში პოპულარობით სარგებლობს პატარა რესტორანი, რომლის მეპატრონეც აბსოლუტურად მელოტია. მელოტია მისი ყველა თანამშრომელიც. "ჩვენს კერძებში თმას ვერასოდეს იპოვით", - წერია რესტორნის სარეკლამო ფირნიშზე.
* ერთხელ ალექსი ჭინჭარაული ვახუშტი კოტეტიშვილთან ერთად მოკლეკაბიან, "ღრმად დეკოლტირებულ" ქალბატონთა გარემოცვაში მოხვდა და მაშინვე გარითმა: "მიმოიხედე, ჩემო ვახუშტო, რა გამომწვევად სდუმან დუმანი! მზადა ვარ, ყველას თითო ვახიშტო და დავურიგო თუმან-თუმანი!"
* სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ინგლისური ენის შესასწავლად ყველაზე ეფექტიანი მეთოდია "sleepping dictionary". მის მიხედვით ენის სწავლა ხდება არაფორმალურ ატმოსფეროში, იძულებითი საჭიროებისა და დაინტერესების შემთხვევაში. ამ მეთოდიკისათვის აუცილებელ ატრიბუტს ინგლისურენოვანი საყვარელი წარმოადგენს.
* "ათი წუთი გარანტირებული სიჩუმე - აი, რის გამო აღმერთებენ მამაკაცები ორალურ სექსს", - ამბობენ ამერიკელები.
* ერთხელ რომის პაპმა იტალიელ ფერმწერ ჯოტო დი ბონდონესთან ბერები გაგზავნა თხოვნით, ტაძრის მოსახატავად მხატვარს ვეძებ და შენი შემოქმედების შესაფასებლად რამდენიმე ნახატი გამომიგზავნეო. ჯოტომ სუფთა ტილოზე ერთი ხელის მოსმით დახატა იდეალურად მრგვალი წრე, ბერებს გადასცა და უთხრა: ვისაც მხატვრობის რამე გაეგება, ჩემს შემოქმედებას ამ წრის მიხედვითაც შეაფასებსო. ამ ნახატს მოგვიანებით ჯოტოს "ო" უწოდეს.
* ინგლისელი მწერალი ბენეტი სამეფო კარის ნადიმზე მიიწვიეს. მან შეამჩნია, რომ მისკენ იორკელი ჰერცოგი, მომავალი მეფე ჯორჯ VI გამოეშურა. შეშფოთებულმა ბენეტმა მეზობელს გადაუჩურჩულა: "ღმერთო ჩემო, თუ გამომელაპარაკა, ვშიშობ, დარჩენილ სიცოცხლეს ტაუერში გავატარებ". ბენეტს ჯორჯ VI-ის მსგავსად ენა ებმოდა.
* XX საუკუნის 50-იანი წლების რუსეთში ორი ლოთი, როდესაც ერთი ბოთლი არყის საყიდლად ფული არ ჰყოფნიდა, მესამე თანამეინახის ძებნაში გამვლელებს ეკითხებოდა: "ბაშაშკინიმ ბუდეშ?" ანატოლი ბაშაშკინი საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების მცველი იყო და მესამე ნომრით ასპარეზობდა. P.შ. 80-იან წლებში ზემოთ ხსენებულ ფრაზაში ბაშაშკინის გვარი ჩივაძით შეიცვალა.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)