პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, ლუვრის მუზეუმი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმის სტატუსს ინარჩუნებს. ადმინისტრაციის მონაცემებით, 2011 წელს ლუვრს 8.8 მლნ ადამიანი ესტუმრა. ეს მონაცემი 300 000-ით აღემატება 2008-2010 წლის სტუმართა რაოდენობას.
ოფიციალური მონაცემებით, ლუვრის მნახველთა 66% ტურისტია. ტურისტები უმეტესად აშშ-დან, ბრაზილიიდან, ჩინეთიდან, იტალიიდან და ავსტრალიიდან არიან.
ლუვრი უკვე რამდენიმე წელია ჟურნალ The Art Newspaper-ის ყველაზე პოპულარული მუზეუმების სიის სათავეშია. მეორე ადგილს ამ სიაში 5.8 მლნ სტუმრით ბრიტანული მუზეუმი იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი 5.2 მლნ სტუმრით გავიდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.