რას მოუტანს საქართველოს ბუნებას სამონადირეო ტურიზმი?

რას მოუტანს საქართველოს ბუნებას სამონადირეო ტურიზმი?

ნაკრძალებში ნადირობისა და დაცული ტერიტორიების იჯარით გაცემის პრობლემებზე "გურია ნიუსი" ორგანიზაცია "გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის" დამფუძნებელს, ენვერ კომახიძეს ესაუბრა. მისი თქმით, სამონადირეო ტურიზმის განვითარებისთვის პირველ რიგში ტყის მოვლა-პატრონობაა საჭირო.

"სამონადირეო ტურიზმი გულისხმობს, რომ ტურისტი ერთ დღეს ნადირობს, მეორე დღეს ბუნების საოცრებებს ათვალიერებს, მესამე დღეს თევზაობს, მეოთხე დღეს ფოტორეპორტიორად გვევლინება და ასე შემდეგ. ფანტაზია ამოუწურავია. გააჩნია, ტურისტი წელიწადის რომელ დროს ჩამოვა. ამ ყველაფერს თავისი მეთვალყურე და კანონის ჩარჩოში მომქცევი უნდა ჰყავდეს. თორემ ყველამ ყოველდღე რომ ინადიროს, ხომ ამოწყდა ნადირ-ფრინველი?! ამას არც არავინ დაუშვებს. გარდა ამისა, "კეკიობის" ჟამს ყოვლად დაუშვებელია სანადიროდ გასვლა. დაცულ ტერიტორიებზე ნადირობის ნებართვის დაშვებას, თქვენ წარმოიდგინეთ, ვეთანხმები და მსურს, ვთქვა ერთი რამ: თუ ნადირობა სურს ადამიანს, მას, პირველ რიგში, მოეთხოვება ეს სანადირო გარემო თვითონვე შექმნას. გადასახადი კი კარგი ხელმძღვანელის ხელში, კარგ საქმეს მოხმარდება. ხმები, ეჭვები და ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ვიღაც სადღაც წაიღებს ამ ფულს და კარგ საქმეს არ მოხმარდება, ნაკლებ სარწმუნოა”, - ამბობს კომახიძე, რომელიც ხოხბის სანაშენე მეურნეობის შექმნისა და ნაგომრის ტყეში გარეული ღორის მოშენების მოთხოვნით გამოდის.

”ძალიან კარგი იქნება ჩვენს ტყეებში ხოხბის გაშვება. იგი სულ შვიდი სახეობისაა. კოლხური რომ გაუშვა, ზღვისკენ წავა და თავს ადვილად ვერ დაიცავს, ამიტომ ნაკლებად შეძლებს გამრავლებას. უნდა შეირჩეს ისეთი ჯიში, რომელიც უფრო ტყისკენ მირბის, სტეპში არ ჩამოდის და სიცივეს უძლებს. იქ თავსაც ადვილად დაიცავს და გამრავლებასაც შეძლებს. გულიანი ინვესტორი უნდა და 4-5 წელიწადში შესანიშნავი შედეგი გვექნება. ტურისტი მარტო ზღვითა და მდინარით კი არ უნდა დააინტერესო, არამედ ეგზოტიკური ტყე-პარკითაც უნდა გააოცო”, - აცხადებს კომახიძე...

(სრული ვერსია იხილეთ აქ)

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა