გურიაში, დაბა ჩოხატაურის ცენტრში საახალწლო ნაძვის ხე დაიწვა. ნაძვის ტოტები, რომლებიც რკინის კონსტრუქციას ჰქონდა შემოვლებული, რამდენიმე წუთში მთლიანად განადგურდა და ადგილზე მისულ სახანძრო სამსახურს მთავარი საახალწლო ატრიბუტის ნაცვლად, მხოლოდ ფერფლი დახვდა.
ნაძვის ხეზე ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა დაბის ცენტრში მუდმივად დგას პოლიციის საპატრულო ავტომანქანა.
ერთ-ერთი ვერსიით ნაძვის ხეს ცეცხლი ახალგაზრდების მიერ ნასროლი საახალწლო ასაფეთქებლისგან წაეკიდა.
ინციდენტი 4 იანვარს ღამით მოხდა. ჩოხატაურის ადმინისტრაციამ ნაძვის ხე უკვე აღადგინა.