ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში მდებარე ნაძვის ხესთან დადგმული თოვლის ბაბუას ფიგურა შუაღამით ბასრი იარაღით დაჭრეს, რის შემდეგაც მან ფორმა დაკარგა. მისი აღდგენა მეორე დღეს მოხერხდა. გარდა ამისა, დაუდგენელმა პირებმა რამდენიმე სათამაშოც დააზიანეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საახალწლო ატრიბუტიკას ანადგურებენ - რამდენიმე წლის წინ ლანჩხუთიდან ჩიჩილაკები მოიპარეს, გასულ წელს კი ქალაქის მეორე სკვერში არსებული გასართობი საბავშვო ინვენტარი ღამით დაამტვრიეს და იქვე ღელეში ჩაყარეს. აღნიშნული ფაქტი არ გახმაურებულა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით კი მაშინ სამი 15 წლის ახალგაზრდა დააკავეს.