2012 წლის იანვარში მოსკოვის მეტროპოლიტეინის სადგურებში მგზავრებს კლასიკური მუსიკის გათანამედროვებულ ვერსიას მოასმენინებენ.
მგზავრები ექსკალატორებზე მოძრაობისას ბეთჰოვენის, ჩაიკოვსკის, მოცარტის, ოგინსკისა და ოფენბახის მუსიკას მოუსმენენ.
გარდა ამისა, 21 იანვარს მეტროს მგზავრებს ჩახუტების საერთაშორისო დღეს მიულოცავენ. მეტროში ასევე გაიხსენებენ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს, კონკრეტულად კი - ლენინგრადის ბლოკადის მოხსნის დღეს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.