ფრანგი ქალბატონები საცხოვრებლად გამოქვაბულში გადავიდნენ

ფრანგი ქალბატონები საცხოვრებლად გამოქვაბულში გადავიდნენ

ორი ფრანგი ქალბატონი, რომელსაც ელექტრომაგნიტური გამოსხივების მიმართ ალერგია აქვთ, საცხოვრებლად გამოქვაბულში გადავიდნენ.

ანე კაუტაინსა და ბერნადეტე ტოულოუმონდს თავისა და სახსრების გაუსაძლისი ტკივილი აწუხებდათ. 

"ელექტრო-მაგნიტურმა ტალღებმა ცხოვრება დამინგრია. პირველად მხოლოდ გამოქვაბულში შევძელი მშვიდად დაძინება. ბედნიერი ვარ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ", - ამბობს 52 წლის ქალბატონი.

ანე კაუტაინი ნიცას უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელია. მას ჯანმრთელობის პრობლემები 2009 წლიდან დაეწყო, როცა ნიცას უნივერსიტეტში Wi-Fi დააინსტალირეს.

"მთელი ღამე ავტომანქანაში მეძინა, მაგრამ იქაც ვერ ვგრძნობდი თავს უსაფრთხოდ, რადგანაც გამოსხივება პარკინგზეც ვრცელდებოდა", - განაცხადა ენიმ.

ამჟამად ქალბატონები გამოქვაბულში თავს შესანიშნავად გრძნობენ. გამოქვაბული საფრანგეთში, ბეაუმუგნეში მდებარეობს. გამოქვაბულის გარშემო ტერიტორიაზე ვერ შენიშნავთ სატელეფონო ხაზებს და ვერც მობილურით დაკავშირებას შეძლებთ.

ერთადერთი, რაც ქალბატონებს "ძველი სამყაროდან" ენატრებათ - ფანჯრებიდან შემომავალი მზის სინათლეა. ქალბატონებს გამოქვაბულში ლოგინები, მაგიდა და სანთელი აქვთ. ელექტრულ მოწყობილობებზე მათ კატეგორიული უარი განაცხადეს.

მათი გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას ვერ მალავენ მეგობრები და ოჯახის წევრები.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია odditycentral.com- ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს