გორის მე-9 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა სკოლიდან დამრიგებლის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ია ბჟალავას გათავისუფლება გააპროტესტეს. ახალ პედაგოგს, ზვიად ხუბულურს მათ გაკვეთილის ჩატარების საშუალება არ მისცეს და ყოფილი დამრიგებლის დასაბრუნებლად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
ამ ფაქტს სკოლის დირექტორის, ელენე ხაჩიძის და მისი მოადგილის, ეკა ხუციშვილის (საკრებულოს ნაციონალი წევრის სანდრო მეზვრიშვილის მეუღლის) გაღიზიანება გამოიწვია. ელენე ხაჩიძემ საღამოს მშობელთა კრება მოიწვია, სადაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი არ დაუშვეს. დირექტორი პატრულის გამოძახებით დაიმუქრა...