კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ექვსფეხა ბატკანი დაიბადა. ცხოველი ერთდროულად დედალიც არის და მამალიც.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მეცხვარემ, ალბერტ აბაჯანოვმა განუცხადა, 25 წელია მას ცხვარი ჰყავს და ასეთი შემთხვევა არ ჰქონია.
"სხვა მეცხვარეებსაც ვკითხე, თქვენთან თუ მომხდარა ასეთი რამე მეთქი და ყველას გაუკვირდა. სამფეხა ბატკანი დაბადებულა, ცალთვალაც, ოთხი რქა რომ ჰქონია ისეთიც, მაგრამ ექვსფეხა და თან ქალაბიჭა პირველი შემთხვევაა. ბატკანი ჩვეულებრივად იკვებება. გადაადგილების დროს აქვს პრობლემა, ცოტა კოჭლობს", - აღნიშნა ალბერტ აბაჯანოვმა.