სოფელ მთისძირს მტაცებლები შეესივნენ

სოფელ მთისძირს მტაცებლები შეესივნენ

ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში, გამგეობის შენობის წინ, პოლიციის თანამშრომლებმა მგელი მოკლეს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ მთისძირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა მალხაზ კალაიჯიშვილმა განუცხადა, მას შემდეგ რაც თოვლი მოვიდა, სოფელს მტაცებლები შეესივნენ.

"მგლები საქონლის სადგომებს ესხმიან თავს, ქუჩაშიც დადიან. გუშინ, მინდორში მწყემსს ცხვარი შეუჭამეს. წუხელ, ღამით, პოლიციის თანამშრომელმა მგელი გამგეობის შენობის წინ შენიშნა და მოკლა", - აღნიშნა სოფლის გამგებელმა.

(სრული ვერსია იხილეთ აქ)

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა