ნიუ-იორკის ზოოპარკი წმინდა ვალენტინის დღისთვის მომხმარებლებს ორიგინალურ იდეას სთავაზობს. მსურველებს შეუძლიათ სიყვარულის დღეს საყვარელი ადამიანის სახელი ზოოპარკში მობინადრე მადაგასკარული ჯიშის ტარაკანს დაარქვან.
ამისათვის მსურველები ნიუ-იორკის ბრონქსის რაიონის ზოოპარკის ვებ-გვერდზე უნდა შევიდნენ, 10 დოლარი გადაიხადონ და სპეციალური სერტიფიკატი შეავსონ. ანკეტაში იწერება სახელი, რომელიც მადაგასკარულ ტარაკანს უნდა დაარქვან, 14 თებერვალს კი მისი სეხნია ამ სერტიფიკატს ელექტრონული ფოსტით საჩუქრად მიიღებს.
თუ დამატებით 15 დოლარს გადაიხდით, ადრესატს სახლში შოკოლადისგან დამზადებულ ტარაკანსაც მიუყვანენ. მას თან მოყვება სერტიფიკატი, სადაც აღნიშნულია, რომ ამა და ამ ზოოპარკში მისი სეხნია ტარაკანი ცხოვრობს.
ვინც 35 დოლარს გაიმეტებს, შეძლებს თავისი და შეყვარებულის სახელი ტარაკნების წყვილს დაარქვას. წმინდა ვალენტინის დღეს წყვილს შოკოლადის ვარიანტს ასევე სახლში მიართმევენ.
ზოოპარკის ადმინისტრაცია კლიენტებს მოუწოდებს, არ შეზღუდონ თავიანთი ფანტაზია ტარაკნებისთვის სახელის დარქმევაში.
"აუცილებელი არ არის ტარაკანს მხოლოდ საყვარელი ადამიანის სახელი დაარქვათ. შეგიძლიათ შეყვარებულის ბოსის სახელიც დაარქვათ, ან მისი საყვარელი მსახიობის", - აღნიშნულია ზოოპარკის ვებგვერდზე და იქვე გაფრთხილებაც არის, რომ მსურველებმა უნდა იჩქარონ - ზოოპარკს მადაგასკარული სისინა ტარაკნების მხოლოდ 58 000 ეგზემპლარი ჰყავს.
მადაგასკარული ტარაკნები მსოფლიოში ყველაზე დიდები არიან. ისინი 10 სმ-მდეც იზრდებიან და თაგვის ზომასაც აღწევენ. მათი მასა 40-50 გრამია.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo