აუქციონზე საზამთროს ზომის ზურმუხტი იყიდება

აუქციონზე საზამთროს ზომის ზურმუხტი იყიდება

მსოფლიოში ყველაზე დიდი ზურმუხტი კანადაში Western Star-ის აუქციონზე იყიდება. საზამთროს ზომის ძვირფასი ქვა 57 000 კარატიანია, ის 11,5 კილოგრამს იწონის.

გიგანტური ზურმუხტი ბრაზილიაში მოიპოვეს და თეოდორა, ანუ ”ღვთის საჩუქარი” უწოდეს. ქვის მოპოვების ადგილი მკაცრად არის გასაიდუმლოებული.

თავდაპირველად ზურმუხტი ინდოეთში შეიძინეს, შემდეგ კი კანადაში ჩაიტანეს. მისმა ამჟამინდელმა მფლობელმა, რეგან რინიმ ”თეოდორა” ინდოელი ვაჭრისგან ახლახან შეიძინა. მსოფლიოს უდიდესი ზურმუხტის ყიდვა მას, როგორც მომგებიანი ინვესტიცია, ექსპერტებმა ურჩიეს.

ლოტის საწყისი ღირებულება 1,15 მლნ დოლარია. აუქციონის ორგანიზატორები მის 2-2,5 მლნ დოლარად გაყიდვას ვარაუდობენ. ვაჭრობა 28 იანვარს არის დაგეგმილი.

ვიდეო

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს