ამერიკელმა ციხეში დაკარგული კბილის სანაცვლოდ 22 მლნ დოლარი მიიღო

ამერიკელმა ციხეში დაკარგული კბილის სანაცვლოდ 22 მლნ დოლარი მიიღო

ამერიკელმა სტივენ სლევინმა დაკარგული კბილის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით 22 მლნ დოლარი მიიღო. სლევინი 2005 წლის აგვისტოში ნიუ-მექსიკოს დონ ანას ოლქში ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს. საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი არ გამართულა, ის პირდაპირ ციხეში ჩასვეს.

ციხეში მან ორი წელი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სტივენი სტომატოლოგის დახმარებას ითხოვდა, მისი თხოვნა არავინ გაითვალისწინა, რის შედეგადაც ერთი კბილი დაკარგა.

"ციხის თანამშრომები ყოველდღე ჩემი საკნის წინ დადიოდნენ და უყურებდნენ, როგორ უარესდებოდა ჩემი მდგომარეობა. ისინი არაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ჩემთვის დახმარება აღმოეჩინათ", - განაცხადა სტივენმა.

სლევინმა ციხეში არაადამიანური მოპყრობის გამო სასამართლოში იჩივლა, სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა. 22 მლნ დოლარი აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპენსაციაა, რომელიც პატიმარს გადაუხადეს.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს