ბებიების საერთაშორისო კონკურსზე სომხეთმა გაიმარჯვა

ბებიების საერთაშორისო კონკურსზე სომხეთმა გაიმარჯვა

ბებიების საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე ”Miss Grandma Universe - 2012” გამარჯვება სომხეთის წარმომადგენელმა, 51 წლის ლუიზა აგაჯანიანმა მოიპოვა.

კონკურსი ბულგარეთის დედაქალაქში, სოფიაში ჩატარდა და მასში 300 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილე ბებიები ეროვნულ სამოსში გამოეწყვნენ, მეორე ნაწილში თავინთი კულინარული ნიჭის დემონსტრირება სცადეს. ბოლოს თავიანთი გარეგნული მონაცემებით ჟიურის საღამოს კაბებში მოაწონეს თავი.

გამარჯვებულს ერთკვიანი საგზური გადაეცა. ის ამ დროსითვის თბილისელ ნათესავებს სტუმრობს და აცხადებს, რომ კონკურსი ძალიან სამართლიანად ჩატარდა.

”თავიდან საცურაო კოსტიუმით სცენაზე გასვლაზე უარი ვთქვი, თუმცა არა სხეულის გამო, მშვენიერი ტანი მაქვს, უბრალოდ ასაკის გამო მერიდებოდა. დიეტები არასოდეს გამომიყენებია. წონის შესანარჩუნებლად არც მედიკამენტებს ვიყენებ, არც კოსმეტიკურ საშუალებებს და არც პლასტიკური ქირურგიისთვის მიმიმართავს. ყველაფერი ბუნებრივი მაქვს”, - აცხადებს გამარჯვებული.

ლუიზა აგაჯანიანი ლორეში საკუთარ მაღაზიასა და კაფესაც ფლობს, თუმცა აცხადებს, რომ მისი სტიქია არა ბიზნესი, არამედ სცენაა.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს