ავსტრალიის პრემიერი დაკარგული ფეხსაცმლის უკან დაბრუნებას ითხოვს

ავსტრალიის პრემიერი დაკარგული ფეხსაცმლის უკან დაბრუნებას ითხოვს

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ჯულია გილარდის ფეხსაცმელი, რომელიც მან რესტორნიდან გამოსვლის დროს დაკარგა, eBay-ის აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს.

მუქი ლურჯი ფერის პლათფორმიანი ნატის ფეხსაცმელი, თავდაპირველად, 148 ავსტრალიურ დოლარად იყო შეფასებული.

"იყიდება ფეხსაცმელი! გაითვალისწინეთ, რომ მას მეორე წყვილი არ ახლავს, ამიტომ მისი ტარება გაგიჭირდებათ. თუ, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი არ ხართ", - აღნიშნული იყო eBay-ს საიტზე.

Midas-ის ფირმის ფეხსაცმელი ჯულია გილარდმა 26 იანვარს ავსტრალიელი აბორიგენების თავდასხმის დროს დაკარგა. ის ერთ-ერთმა მამაკაცმა იპოვა და ამით ფულის შოვნა გადაწყვიტა. თუმცა საიტზე განცხადების გამოქვეყნებიდან ნახევარ საათში, როდესაც ლოტის ღირებულება 200 დოლარამდე გაიზარდა, არშემდგარი ბიზნესმენი იძულებული გახდა ლოტი მოეხსნა.

eBay-ის თანამშრომლების განცხადებით, გამყიდველს ლოტის მფლობელისგან მისი გაყიდვის ნებართვა არ ჰქონდა. მამაკაცი დასთანხმდა, რომ გამოხმაურების შემთხვევაში, ის მზადაა ჯულიას ფეხსაცმელი დაუბრუნოს.

ავსტრალიის მთავრობამ იმ დემონსტრანტების დასჯის პირობა დადო, რომლებმაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს.

26 იანვარს 200 აბორიგენისგან შემდგარი ბრბო პრემიერ ჯულია გილარდსა და ოპოზიციის ლიდერ ტონი ებოტს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ისინი რესტორნიდან გამოდიოდნენ. პოლიტიკოსებმა პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ავტომობილებამდე მიღწევა გაჭირვებით შეძლეს.

ავსტრალიაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. 27 იანვარს ორმა აქტივისტმა პარლამენტის შენობის წინ ავტრალიის დროშა დაწვა. ავტრალიელები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს აპროტესტებენ.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს