გერმანიაში ქალწულობის გაყიდვა იბეგრება

გერმანიაში ქალწულობის გაყიდვა იბეგრება

რუმინელ სტუდენტს ალინა პარსეას, რომელმაც ქალწულობა ინტერნეტ აუქციონის მეშვეობით გაყიდა, სახელმწიფომ მოგების გადასახადი დააკისრა.

ალინა გერმანიაში სტუდენტური ვიზით იმყოფება, რომელიც მას საშუალებას აძლევს, საცხოვრებლისა და საკვების ფული ნებისმიერი გზით იშოვოს. მან კი ფულის შოვნის ყველაზე სწრაფ მეთოდად ქალიშვილობის გაყიდვა მიიჩნია და ეს "საგანძური" ინტერნეტ-აუქციონზე 10 000 ევროდ შეაფასა.

ადგილობრივმა საგადასახადო სამსახურმა, ეს საქციელი პროსტიტუციას მიაწერა. მაღალჩინოსნებმა ისიც აღნიშნეს, რომ საქმე ფინანსურ და არა მორალურ მხარეს ეხება. გერმანიის საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გოგონას მიღებული თანხის 50%-ის სახელმწიფოსთვის დათმობა მოუწევს.

გერმანიაში სხეულით ვაჭრობა ლეგალური 2001 წლიდან არის. გერმანელ მეძავებს სამედიცინო დაზღვევა, პენსია და საკუთარი პროფკავშირიც კი აქვთ. თუმცა კანონი ადამიანებით ვაჭრობასა და მეძავობის იძულებას კრძალავს.

მომზადბულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს