გორელმა მოზარდებმა მეგობრის საქორწინო ხარჯებისთვის მეგობრის დეიდა გაქურდეს. 18 წლის ახალგაზრდებმა მეგობრის დეიდის სახლიდან ოქროს სამი ბეჭედი და ერთი ყელსაბამი მოიპარეს. ნაწილი - დააგირავეს, ნაწილი კი გაყიდეს, რის გამოც ისინი პოლიციამ დააკავა. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ და აცხადებენ, რომ ოქროულობის გაყიდვიდან აღებული ფული სწორედ დაზარალებული ქალბატონის დისშვილს, საკუთარ მეგობარს, დათოს ცოლის მოსაყვანად მისცეს. (სრული ვერსია იხილეთ აქ)