აშშ-ის ქალაქ პორტლენდში მსოფლიოში პირველი კინოფესტივალი ჩატარდება, რომლებიც ულვაშებს ეძღვნება.
პორტლენდში ულვაშების კონკურსი ყოველ წელს ტარდება, მაგრამ წელს გადაწყვიტეს, იდეა განავითარონ და კინოფესტივალსაც ჩაატარებენ. ულვაშების კონკურსი და კინოფესტივალი 2012 წლის 30 მარტს გაიმართება.
ფესტივალის პროგრამაში მხოლოდ მოკლემეტრაჟიან სურათებს შეიტანენ. ფილმის მთავარი თემა ულვაში უნდა იყოს, ან მთავარი გმირები ულვაშს უნდა ატარებდნენ.
საუკეთესო ფილმის ავტორი 100 დოლარის ოდენობის ფულად ჯილდოს მიიღებს. საჩუქრები გადაიცემა ნომინაციებში: " საუკეთესო მუნჯი ფილმი", "საუკეთესო უცხოური ფილმი", "საუკეთესო ფილმი ულვაშის გაპარსვაზე" და "ულვაშების საუკეთესო არჩევანი".
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.