მთავრობა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს ჰყიდის.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულ აუქციონზე გატანილი იქნება შპს "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი. ობიექტს 33 687 ლარის დებიტორული და 871 140 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს. "თელასის" მიმართ არსებული 434 851 ლარის დავალიანების დაფარვა 2012 წლის 1-ელი იანვრიდან შემდგომი 5 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
კლინიკა ლუბლიანას ქ.#5-ში მდებარეობს და მისის საწყისი გასაყიდი ფასი 950 000 ლარია.
აუქციონის პირობების მიხედვით, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ახალი მფლობელი ვალდებულია კლინიკას სამედიცინო პროფილი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს; უზრუნველყოს ასევე სამედიცინო პერსონალის სულ მცირე, ერთი თვის ვადით დასაქმება, დასაქმების მომენტისთვის მათი პოზიციებისა და ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნებით და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით.
ელექტრონული აუქციონი ვებ-გვერდზე –www.eauction.ge, 27 თებერვალს 17:00 საათზე გაიმართება.