დიდთოვლობის გამო, რამდენიმე დღეა, სოფელ წითელმთას მკვიდრნი ოზურგეთამდე ფეხით დადიან. მათ შორის რობიზონ თოდრაძეც, რომელიც ორ შვილს უდედოდ ზრდის და ერთადერთი მარჩენალი ძროხის მონაწველ რძეს, ყოველდღე ქალაქში ყიდის.
"ცოტაც თუ გაწვიმდა ან მოთოვა, სოფელში მიკროავტობუსი ვეღარ ამოდის. თოვლი რომ მოვიდა, ტრანსპორტი სამი დღეს არ გამოჩენილა, საბურავები არ უვარგაო. დილაადრიან, თოვლიან გზას თუ დავადექი, რა გასაკვირია? სამუშაო რომ იყოს სადმე, ვინ დამასწრებს?! ერთ ძროხას დავდევ და ახლა ქალაქში, კლიენტებთან რძე მიმაქვს. გზის გახსნას რომ ველოდო, დამიღამდება სადმე", - ამბობ თოდრაძე, რომელმაც თავის დროზე ამერიკულ ყვითელ სიმინდზე უარი თქვა და მარჩენალად ერთადერთი ძროხა დარჩა.
" ყველას ვუთხარი, ისე არ გავსულელებულვარ, ეგ დავთესო და თავს ნურც თქვენ გაისულელებთ, აგრონომი კაცი ვარ და მომისმინეთ-თქო. არ მომისმინეს და ახლა იშენენ თავში ხელს. პირველად ასეთი ყვითელი სიმინდის "მოდა," 1976 წელს შემოვიდა. ძალიან წინააღმდეგი ვიყავი და გლეხებიც გადაირივნენ, მაგრამ მაშინ დაგვიჯერეს"...
”გურია ნიუსი”