მოქანდაკე ბრუნო ვალპოტი ხისგან შთამბეჭდავ სკულპტურებს ქმნის. ნამუშევრის შექმნის პროცესი რთული და შრომატევადია: ის ხეს პატარა ზომის ნაწილებად ჭრის, შემდეგ კი სკულპტურებს თლის.
ბრუნო სკულპტურის შესათეთრებლად ხესთან ერთად, კაკლის მერქანსა და კირს იყენებს. ყველა მათგანზე სამარკო ნიშანია ამოჩუქურთმებული, ნიშნად იმისა, რომ ფიგურები ცოცხალი ადამიანები არ არიან.
"ხესთან მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნოა. ყოველი სკულპტურა მიყვარს", - ამბობს ბრუნო ვალპოტი.
"მისი ნამუშევრები ძალიან საინტერესოა. ზოგიერთ მათგანს იმდენად მეტყველი თვალები აქვს, რომ ფიქრობ, "გესაუბრება", - მიიჩნევს ხელოვნებათმცოდნე დიანა გადალდი.
მოქანდაკეს უამრავ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მომზადებულია odditycentral.com- ის მიხედვით.