ესპანეთის ქალაქ სალამანკაში მე-12 საუკუნის ტაძარზე კოსმონავტია გამოსახული. სხვადასხვა მითიური ცხოველებისა და წმინდანების გვერდით ჩაფხუტსა და სპეც-კომბინიზონში გამოწყობილი კაცუნა ტაძრის გარეთა სვეტზეა ამოკვეთილი.
1102 წელს აგებული ტაძარი რომის კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარებაშია და სალამანკის ეპარქიაში შედის. ეკლესია წმინდა მარიამის სახელზეა აგებული და ეპარქიის საკათედრო ტაძრის სტატუსს ატარებს.
კოსმონავტის ფიგურით დამშვენებული სვეტის ფოტო სოციალური ქსელებით სწრაფად გავრცელდა. დიდი აჟიოტაჟის შემდეგ დაკვირვებულმა ბლოგერებმა ტაძრის ორნამენტები ყურადღებით დაათვალიერეს და კიდევ 2 მსგავსი "ანომალია" აღმოაჩინეს. ჩუქურთმებში იკვეთება მაიმუნი, რომელიც შარდავს და ლომი, რომელიც ნაყინს მიირთმევს.
საბოლოოდ, ყველა ეს სასწაული ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებზე დასაქმებული, ერთ-ერთი გონებამახვილი რესტავრატორის ნამოქმედარი აღმოჩნდა. ამ საქციელისთვის არავინ დასჯილა.
ეს არ არის პირველი ფაქტი, როცა რესტავრატორები თავს მსგავსი ფანტაზიის უფლებას აძლევენ. ბარსელონაში მდებარე მე-19 საუკუნის ტაძარზე "ვარსკვლავური ომების" პერსონაჟები არიან გამოსახულნი.
მომზადებულია vsenovoe.info-ს მიხედვით.