აჭარაში წელს თურქული კომპანია სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას დაიწყებს

აჭარაში წელს თურქული კომპანია სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას დაიწყებს

აჭარაში თურქული კომპანია მიმდინარე წელს სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას დაიწყებს .

აღნიშნული ჰესები იმ 15 ჰიდროელექტროსადგურში შედის, რომელთა მშენებლობის შესახებ მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, "Adjar Energy 2007" აჭარაში "ხელვაჩაური ჰესი 1"-ს, "ხელვაჩაური ჰესი 2"-ს და "კირნათი ჰესს" ააშენებს. თურქული ინვესტიციების, სავარაუდო, ჯამური ღირებულება 196 032 494 აშშ დოლარია.

აღნიშნული ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე 105,67 მგვტ-ია, ხოლო ჯამური წლიური გამომუშავება – 495 მლნ კვტ/საათი.

სამივე ჰესის მშენებლობა თურქულმა კომპანიამ 2016 წლის დეკემბერში უნდა დაასრულოს და ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდეს.

საქართველოს მთავრობასა და "Adjar Energy 2007"-ს შორის მემორანდუმი 2011 წლის ივლისში გაფორმდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ