19 თებერვალს Cartoon Network Hall Of Game-ის დაჯილდოვებაზე, დევიდ ბექჰემი ყველაზე მოდურ სპორტსმენად დაასახელეს. რიგით მეორე დაჯილდოვების ცერემონია ლოს-ანჯელესში გაიმართა. ცერემონიაზე დევიდი შვილთან, კრუზთან ერთად გამოცხადდა.
შოუს ესწრებოდნენ New York Giants-ის მოთამაშე ვიქტორ კრუზი, Los Angeles Dodgers-ის ჩამწოდებელი კლეიტონ კერშაუ, სერფერი მაია გაბეირა და სხვა ვარკვლავები.
საღამო მუსიკალურად რეპერმა, ფლო რიდამ და ჯგუფმა Hot-მა გააფორმეს.
დაჯილდოების ცერემონიაზე აშშ-ის პირველი ლედის, მიშელ ობამას ფილმიც აჩვენეს. ფილმი სპორტული ხასიათისაა და მიშელის კამპანიის ”მოდი ვიმოძრაოთ” შემადგენელი ნაწილია, რომელიც მოზარდებში ჯანმრთელი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება.
მომზადებულია ibtimes.com-ის მიხედვით.