იაშვილის კლინიკის პროფესორები 12 წლის ლაგოდეხელი მოზარდის გადარჩენას ცდილობენ. ბავშვს ლაგოდეხში წუხელ მანქანამ თავზე გადაუარა.
მოზარდს მოყინულ გზაზე ფეხი დაუცდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და დამუხრუჭება ვეღარ მოახერხა.
ბავშვი კატასტროფის ბრიგადამ ლაგოდეხიდან თბილისში წუხელვე გადაიყვანა. ექიმების თქმით, ამჟამად მისი მდგომარეობა კრიტიკულია.