Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნები დაასახელა

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნები დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების რეიტინგი გამოქვეყნა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით შეადგინეს. რეიტინგში პირველ ადგილს სპარსეთის ყურეში მდებარე არაბული სახელმწიფო ყატარი იკავებს. იგი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სახელმწიფოა, სადაც საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 88 222 აშშ დოლარია.

ყატარი მსოფლიოში ბუნებრივი აირის რეზერვებით მესამე ადგილზეა. ამასთან, ქვეყანა საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიკაციას ახდენს და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში სახსრებს დებს.

მეორე და მესამე ადგილებს ლუქსემბურგი (ადამიანზე 81 ათასი დოლარი შემოსავალი) და სინგაპური (57 ათასი დოლარი) იკავებენ.

კვლევაში მსოფლიოს 182 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. გამოსათვლელად საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკანასკნელი მონაცემები გამოიყენეს. ამასთან, ეკონომისტებმა გაითვალისწინეს ინფლაციის პირობებში ქვეყანაში ცხოვრების სიძვირე.

ნორვეგიაში, რომელიც რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს, ნავთობის ექსპორტიდან შემოსავალი ბიუჯეტის შევსების მთავარი წყაროა. ამასთან, სახელმწიფო მსოფლიოში გაზის ექსპორტიორი ქვეყნებიდან ერთ-ერთი უმსხვილესია. ნავთობისა და გაზის მარაგის მქონე უმდიდრესი ქვეყნების რეიტინგში ბრუნეი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები მოხვდნენ, რომლებიც მეხუთე და მეექვსე ადგილებს იკავებენ.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთი, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანა, "ფორბსის" რეიტინგში ვერ მოხვდა.

Forbes: ყველაზე მდიდარი ქვეყნების ტოპ-15

1. ყატარი, წლიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე - 88,222 დოლარი

2. ლუქსემბურგი– 81,466 დოლარი

3. სინგაპური– 56,694 დოლარი

4. ნორვეგია– 51,959 დოლარი

5. ბრუნეი– 48,333 დოლარი

6. არაბეთის გაერთიანებული ემირატები– 47,439 დოლარი

7. აშშ– 46,860 დოლარი

8. ჰონკონგი– 45,944 დოლარი

9. შვეიცარია– 41,950 დოლარი

10. ნიდერლანდები– 40,973 დოლარი

11. ავსტრალია– 39,764 დოლარი

12. ავსტრია– 39,761 დოლარი

13. ირლანდია– 39,492 დოლარი

14. კანადა– 39,171 დოალრი

15. ქუვეითი– 38,775 დოლარი

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ