მსოფლიოს ყველაზე პატარა კაცის, 72 წლის ჩანდრა ბაადურ დანგის სიმაღლე სულ რაღაც 55 სმ-ია. ჩანდრა გინესის რეკორდების წიგნმა ნეპალში აღმოაჩინა. მამაკაცი გინესის რეკორდების წიგნში ორი ნომინაციით შევიდა: როგორც მსოფლიოს ყველაზე პატარა მამაკაცი და როგორც მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ჯუჯა კაცი.
როგორც წესი, მსგავსი ფიზიკური მონაცემების მქონე ადამიანები ამ ასაკამდე ვერ აღწევენ. დანგის ოჯახის წევრები ვერ იხსენებენ იმ დროს, როდესაც მან ზრდა შეწყვიტა.
დანგის თქმით, მას ვერასოდეს აღმოაჩენდნენ, რომ არა ნეპალში ჩასული ხით მოვაჭრეები, რომლებმაც მამაკაცის მონაცემები გინესის რეკორდების წიგნს გაუგზავნეს.
"თავს ბედნიერად ვგრძნობ. მინდა ვიმოგზაურო და ჩემი ქვეყანა მსოფლიოს გავაცნო", - განაცხადა მსოფლიოში ყველაზე პატარა მამაკაცმა.
დღემდე ყველაზე პატარა კაცად ფილიპინელი ჯუნრეი ბალავინგი ითვლებოდა, რომლის სიმაღლე 60 სმ იყო.
მომზადებულია metro.co.uk-ის მიხედვით.