გაზეთი "პოსტკრიპტუმი" ქუთაისსა და სხვა ქალაქებში ადგილობრივი ჟურნალისტებისა და პრესსამსახურების ურთიერთობით დაინტერესდა. როგორც რეგიონული ჟურნალისტები აცხადებენ, პრესსამსახური ხშირად არათუ ეხმარება, არამედ ხელს უშლის მათ სასურველ რესპონდენტებთან ინტერვიუს დაგეგმვაში.
გაზეთ "რუსთავის ამბების" ჟურნალისტის, რუსულად გოგოლაძის განცხადებით, "რუსთავში პრესსამსახურსა და ჟურნალისტებს შორის ძალიან ცუდი დამოკიდებულებაა. "ხშირ შემთხვევაში, დახმარების ნაცვლად, ისინი ხელსაც კი გვიშლიან. წინასწარ ითხოვენ კითხვებს და რაც არ მოსწონთ, ითხოვენ, რომ ამოვჭრათ ინტერვიუდან", - აცხადებს გოგოლაძე.