გორის რაიონის სოფლებს ქელეხის მაგიდებს ჩუქნიან

გორის რაიონის სოფლებს ქელეხის მაგიდებს ჩუქნიან

გორის გამგეობა მის დაქვემდებარებაში მყოფ 5 სოფელს ქელეხისთვის განკუთვნილ ინვენტარს ჩუქნის.  სოფლების -  ქვემო შავშვების, ნაწრეტის, შერთულის, ნიქოზისა და მეჯვრისხევის დასახლებისთვის გამგეობა ქელეხის მაგიდებისა და სკამების შეძენას გეგმავს.

ეს საჩუქარი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ცნობით, ხუთივე სოფლისთვის 132 ცალ მაგიდას და 264 გრძელ სკამს შეიძენენ. ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 26 500 ლარია გამოყოფილი. გამგეობის ინფორმაციით, ეს ნივთები სოფლის მოსახლეობამ თავად მოითხოვა. 

(სრული ვერსია)

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა