კარალეთში ბუნებრივი აირის მილი აფეთქდა

კარალეთში ბუნებრივი აირის მილი აფეთქდა

კარალეთის დევნილთა დასახლების სიახლოვეს ბუნებრივი აირის მილი აფეთქდა. მილის აფეთქებამ მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. კომპანია "გორიგაზში" აცხადებენ, რომ ქალაქის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა არ შეფერხდება, თუმცა ამ დრომდე  დევნილებს გაზი არ მიეწოდებათ.

"ქალაქისთვის შეფერხებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა როდის აღუდგება გაზმომარაგება დევნილთა დასახლებას, ჯერჯერობით ვერ ვაზუსტებთ", - აცხადებენ კომპანიაში.

ზარალის ოდენობაზე და ავარიის გამომწვევ მიზეზებზე გორის მუნიციპალიტეტში ინფორმაციას არ ფლობენ.

(სრული ვერსია)

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა