"საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა" ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებს. მოძრაობის ლიდერის, სოსო მანჯავიძის განცხადებით, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა თურქეთის საქართველოზე ბატონობის სიმბოლოს წარმოადგენს და ეროვნული შეურაცხყოფაა.
”ეს ინიციატივა საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნის. საზოგადოებისგან მალულად ხდება მოლაპარაკებები და ფაქტობრივად, აჭარის შესყიდვის პროცესი მიმდინარეობს. ეს შეუქცევადი პროცესი საქართველოს ხელისუფლების მიერ წახალისებულია. თურქებმა ყველაფერი შეისყიდეს - ბიზნესი, უძრავი ქონება, მიწები. ეს არ არის ინვესტიცია, ისინი, უბრალოდ, ყიდულობენ ქართულ მიწებს. 20 000-მდე თურქი ჩაეწერა აჭარაში. რა თქმა უნდა, ოფიციალურად დადასტურებული არ არის ეს ინფორმაცია, რადგანაც სტატისტიკური ან ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის მიღება საქართველოში, დღეს დიდი პოლიტიკის სამანიპულაციო სამზარეულოდაა გადაქცეული”, - აცხადებს მანჯავიძე.