შვეიცარული კომპანია Hublot-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი მაჯის საათები გამოუშვა. მათი ღირებულება 5 მლნ დოლარია.
საათები თეთრი ოქროთი დამზადებულია და ბრილიანტებით არის მოოჭვილი. სულ 1822 ეგზემპლიარი არსებობს. Hublot-ის ხელმძღვანელის, ჟან-კლოდ ბივერის განცხადებით, ამ საათებს 17 ოსტატი 14 თვე ამზადებდა. მათ კორპორატიულ დახურულ ღონისძიებაზე ბაზელში გამოფენენ.
სპეციალისტთა აზრით, მიუხედავად ევროპაში არსებული ეკონომიკური კრიზისისა, შარშან შვეიცარელი მესაათეები გასაღების პრობლემას არ უჩიოდნენ, რაც აზიაში საათებზე მაღალი მოთხოვნით იყო განპირობებული.
"მთელი რეგიონის ეკონომიკურ ზრდაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს, ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც შეუძლია თავს შვეიცარული საათების შეძენის უფლება მისცეს. ისინი ჩვენს პროდუქციას საკმაოდ მიმზიდველად მიიჩნევენ",- განაცხადა შვეიცარული საათების მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელმა, ჟან-დანიელ პაშემ.
Hublot- ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი საათების კომპანიაა, რომელიც ძვირფას და პრესტიჟულ პროდუქციას უშვებს.
მომზადებულლია BBC-ის მიხედვით.