ფოტოშოკი - სელაპი თეთრი ზვიგენის ცხვირზე

ფოტოშოკი - სელაპი თეთრი ზვიგენის ცხვირზე

სამხრეთ აფრიკაში ტურისტების ჯგუფი უჩვეულო ფაქტის მომსწრე გახდა. მათ თვალწინ უეცრად ოკეანის სიღრმიდან ზვიგენი ამოხტა და უსუსურ სელაპს დაედევნა. სელაპი ბასრ კბილებს სასწაულებრივად გადაურჩა და ზვიგენის ცხვირზე რამდენიმე წამით შეყოვნდა. ამის შემდეგ სელაპი წყალში გაუჩინარდა; უსუსურ ცხოველს ზვიგენიც დაედევნა. მოგვიანებით ორივე ოკეანის სიღრმეში გაუჩინარდა.

შთამბეჭდავი ფოტო ველურ ცხოველებზე მომუშავე ფოტოგრაფმა, კრის ფელოუმ გადაიღო. ფოტოგრაფი ამ დროს კუნძულთან იმყოფებოდა, სადაც 64 000 სელაპი და თეთრი ზვიგენი ბინადრობს.

"გემზე ჩემთან ერთად ტურისტების ჯგუფი იყო. ყველანი გაოგნებულნი ვართ. ზოგიერთი მათგანი ტიროდა კიდეც", - ამბობს ფოტოგრაფი.

ტურისტები იმედოვნებენ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა და სელაპი ზვიგენის კბილებს გადაურჩა.

მომზადებულია dailymail.co.uk- ის მიხედვით. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს