ვაზარის ფრესკის ქვეშ ლეონარდოს ნამუშევრის კვალი აღმოაჩინეს

ვაზარის ფრესკის ქვეშ ლეონარდოს ნამუშევრის კვალი აღმოაჩინეს

მკვლევარებმა ფლორენციის პალაცო ვეკოში (Palazzo Vecchio) ლეონარდო და ვინჩის ფრესკის "ანგიარის ბრძოლა"(Battaglia di Anghiari)ნაკვალევი აღმოაჩინეს. ფრესკა დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა.

ამის შესახებ განცხადება პრესკონფერენციაზე ხელოვნებათმცოდნე მაურიციო სარაჩინიმ გააკეთა, რომელიც ფრესკის საძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

2005 წლიდან დაწყებული სარაჩინი იტალიის ხელისუფლებას მოუწოდებდა პალაცო ვეკოში "დარბაზ ხუთასში" კედლების შესწავლის ნება მიეცათ. იგი ირწმუნებოდა, რომ ლეონარდოს შემოქმედება ვაზარის ფრესკის "მარჩიანოს ბრძოლის" ქვეშ  იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სარაჩინის წინადადებას ზოგი ხელოვნებათმცოდნე აკრიტიკებდა, კვლევის ნებართვა მან 2007 წელს მიიღო.

სარაჩინის თქმით, 2011 წლის ბოლოს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ვაზარის ფრესკის უკან ღრუა, რომლის უკან კიდევ ერთი ზედაპირი იმალება. მეცნიერებმა კედელზე, სადაც ვაზარის ნამუშევარია, ექვსი ხვრელი გააკეთეს და ზონდების დახმარებით დამალული კედლიდან ნიმუშების აღება შეძლეს. იქ შავი და კრემისფერი საღაბავი და წითელი ლაქი აღმოაჩინეს. ქიმიური ანალიზის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შავი პიგმენტი იმ პიგმენტს შეესაბამება, რომელიც "მონა ლიზას" შესაქმნელად გამოიყენებოდა.

მიუხედავად ამისა, ვარაუდობენ, რომ ამჟამინდელი კვლევის შედეგები არადამაჯერებელია. სარაჩინი დარწმუნებულია, რომ ფრესკას სწორ ადგილას ეძებენ.

იტალიელის აზრით, სწორედ ვაზარიმ ”მიუთითა”, თუ სად მოეძებნა ლეონარდოს ნამუშევარი. ჯორჯო ვაზარის ფრესკაზე  ჯარისკაცების გუნდია გამოსახული, რომლებიც ალამს სიტყვებით "Cerca Trova" ("ეძებეთ და მოძებნეთ") ატარებენ. სარაჩინი დარწმუნებულია, რომ ამ სახით ვაზარიმ მინიშნება დატოვა.

პროექტი National Geographic Society და კალიფორნიის სან-დიეგოს უნივესიტეტის მონაწილეობით ხორციელდება.

ლეონარდომ შეკვეთა "ანგიარის ბრძოლა" დასახატად, ფლორენციელი მმართველებისგან 1503 წელს მიიღო. XVI საუკუნის ისტორიკოსისა და მხატვრის, ჯორჯ ვაზარის დატოვებული შეტყობინებით, ფრესკის ნახვა პალაცო ვეკოში 1565 წელს შეიძლებოდა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ლეონარდომ იგი არ დაასრულა. შემორჩენილია ფრესკის რამდენიმე ასლი - ერთ-ერთი მათგანი რუბენსმა დახატა და ლუვრში ინახება.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს