აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის სასიყვარულო წერილებს საჯაროდ გამოფენენ. წერილების ადრესატი ნიქსონის მუღლე პატრიცია რაიანია.
გამოფენაზე 60-ზე მეტ წერილს წარადგენენ. გამოფენა ნიქსონის მშობლიურ კალიფორნიაში, ექს-პრეზიდენტის სახლ-მუზეუმში გაიმართება. გამოფენის გახსნა ნიქსონის მეუღლის დაბადების დღეს უკავშირდება - პატრიცია რაიანს 16 მარტს 100 წელი შეუსრულდებოდა.
მომზადებულია Telegraph.co.uk-ის მიხედვით.