ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში, ტაქსის მძღოლების აქცია გაიმართა. ისინი სამუშაოზე შიშვლები გავიდნენ.
ტაქსის მძღოლები დღის განრიგის ლიბერალიზაციას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, სამუშაო დღის გაგრძებლებაზე შეზღუდვა მოიხსნა.
ესპანელ მძღოლებს ეკონომიკური კრიზისის პირობებში მძაფრი კონკურენცია აიძულებთ, 14 და მეტი სააათი იმუშაონ და შვებულების და დასვენების დღეების გარშე დარჩნენ.
"ჩვენ სერიოზული ზიანი გვადგება, საუბარი ეხება ასევე ჩვენი მგზავრების სიცოცხლეს, რომლის უზრუნველყოფას მუშაობით დაღლილი მძღოლები ვერ შეძლებენ", - აცხადებს პროფკავშირების ლიდერი ანტონიო გომესი.
ესპანეთის მოსახლეობა პროტესტის "შიშველ ფორმას” დიდი ხანია მიმართავს. ეკოლოგები, ველოსიპედისტები, მეხანძრეები და პოლიციელები საჭირბოროტო საკითხებს შიშვლები ხშირად აპროტესტებენ.
მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.