საუკუნეების განმავლობაში ქალი ოჯახის ბურჯად მიიჩნეოდა, მეცნიერება და საზოგადოებრივი საქმიანობა კი მამაკაცების პრეროგატივად რჩებოდა. თუმცა, ისტორიაში იყვნენ ქალები, რომლებმაც ფუნდამენტური გამოგონებებით სტერეოტიპი დაამსხვრიეს და დაამტკიცეს, რომ პროგრესის მამოძრავებელი ძალა მხოლოდ მამაკაცი არ არის.
ერთ-ერთი უძველესი ასტრონომიული მოწყობილობის - ასტროლაბის შექმნაში უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიოში პირველმა მეცნიერმა ქალმა ჰიპათია ალექსანდრიელმა. ეს ინსტრუმენტი ციური სხეულების კოორდინატთა გასაზომად გამოიყენება.
ანტიკური ფილოსოფოსის, მათემატიკოსისა და ასტრონომი ჰიპათიას სახელს მიაწერენ ასევე გამოხდილი წყლის დასამზადებელი და მისი სიმკვრივის საზომი მოწყობილობის გამოგონებას და დახვეწას, ასევე პლანისფეროს - ცის მოძრავი ბრტყელი რუკის შექმნას.
ინგლისელმა მათემატიკოსმა, ადა ლავლეისმა ელექტრო გამომთვლელი მანქანის პირველი აღწერილობისა და მისი პირველი პროგრამის შექმნით გაითქვა სახელი. მანქანის პროექტი ჩარლზ ბეგიჯმა შეიმუშავა.
ეს პროგრამა იყო - ბერნულის რიცხვის გამოთვლის ალგორითმი - სწორედ მისი წყალობით ადა ლავლეისი კაცობრიობის ისტორიაში პირველ პროგრამისტად მიიჩნევა. გარდა ამისა, ადა პირველი იყო, ვინც ტერმინები "ციკლი" და "მუშა უჯრედი" შემოიღო.
1816 წელს ნიკოლა ბარბიე კლიკოს წყალობით მეღვინეთა საქმიანობაში ტექნოლოგია "რემუაჟი" დამკვიდრდა, რომლის მეშვეობითაც შამპანური სამი თვის განმავლობაში ნალექისგან თავისუფლდება და კრისტალურად გამჭვირვალე ხდება.
ამ ღირსშესანიშნავ გამოგონებამდე მეღვინეობაში შამპანური (მკვდარი საფუარის უჯრედების შემცველი ნალექის გამო) მღვრიე სითხედ მიიჩნეოდა და ელიტური სასმელის სტატუსი არ გააჩნდა.
პირველმა შავკანიანიმა მილიონერმა ქალბატონმა სარა უოკერმა თმის გასასწორებელი საშუალება გამოიგონა. ლითონის კბილებიან თმის სამაგრთან ერთად უოკერმა შავკანიან ქალებს შესაძლებლობა მისცა, თეთრკანიანი ქალების მსგავსი ვარცხნილობები გაეკეთებინათ.
მარჯორი ჯოინერმა სარა უოკერი ჩიკაგოში მოლარის სახელობის სილამაზის სკოლის დამთავრების შემდეგ გაიცნო, მილიონერი ქალბატონის გარდაცვალების შემდეგ კი მისი სალონების ქსელის ხელმძღვანელი გახდა და 1928 წელს მანქანა "პერმანენტი" დააპატენტა. ეს მოწყობილობა, რომელიც თმის დასახვევი 16 ღეროსგან შედგებოდა, მის მფლობელს დახვეული თმის რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნების საშუალებას აძლევდა.
პოლონური წარმოშობის ფრანგმა ექსპერიმენტატორმა-მეცნიერმა მარია სკლოდოვსკა-კიურიმ მეუღლესთან ერთად ქიმიური ელემენტები რადიუმი და პოლონიუმი აღმოაჩინა.
ხის მორების დახერხვაზე დაკვირვებისას ფეიქარმა ტაბიტა ბებიტმა შენიშნა, რომ ხე მაშინ იხერხებოდა, როდესაც ნახერხი წინ იყრებოდა, ხოლო ხერხის უკან გაწევაზე ენერგია ამაოდ იხარჯებოდა.
1810 წელს მან ცირკულარული ხერხის პროტოტიპი შექმნა, რომელსაც მოგვიანებით სატყეო მრეწველობაში იყენებდნენ. თუმცა პროტესტანტული აღმსარებლობის გამო ტაბიტამ საკუთარი გამოგონების დაპატენტებაზე უარი განაცხადა.
ამერიკელი მეცნიერი და სამხედრო მოღვაწე გრეის ჰოპერი აშშ-ში პირველი კომპიუტერის Марк I-ის შექმნაში მონაწილეობდა, ხოლო 50-იან წლებში ისტორიაში პირველი კომპიუტერი შეიმუშავა. ის პროგრამირების ენა COBOL-ისთვის გამოიყენებოდა.
1845 წელს ვინმე სარა მეტერმა პერისკოპი დააპატენტა - ოპტიკური ხელსაწყო, რომელიც დაფარული ადგილიდან (წყალქვეშა ნავი, ტანკი და ა.შ.) სათვალთვალოდ გამოიყენება.
ოლივ დენისის გამოგონებებმა XX საუკუნის დასაწყისში სრულიად შეცვალა სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის თავისებურება. მის გამოგონებებს შორის იყო გადამხრელი ჯოხები, ავეჯის ჭუჭყისგან დამცავი გადასაკრავი, უფასო პირსახოცების სერვისი, თხევადი საპონი და სასმელისთვის განკუთვნილი ჭურჭელი.
სწორედ ოლივმა დააპროექტა მატარებლების სავენტილაციო სისტემა, რომლის მეშვეობითაც სუფთა ჰაერი თითოეულ მგზავრს ინდივიდუალურად მიეწოდება. ოლივმა ასევე გამოიგონა ნათურები, რომლებიც ღამით თავისით ითიშება.
1873 წელს ვენაში საერთაშორისო გამოფენაზე რუსმა ნაძეჟდა კოჟინამ ხორცის კონსერვების დამზადების ხერხი წარმოაჩინა, რისთვისაც ოქროს მედალი მიიღო.
კეტრინ ბლოჯეტი პირველი მეცნიერი ქალი იყო, რომელიც General Electricм-ში დაასაქმეს. 1938 წელს მან არასარკისებური მინა გამოიგონა.
ამერიკელმა გამომგონებელმა ჯოზეფინა კოკრეინმა 1886 წელს პირველი მექანიკური ჭურჭლის სარეცხი მანქანა დააპროექტა და შექმნა. გადმოცემის თანახმად, იმ ფაქტით აღელვებულმა ჯოზეფინამ, რომ რეცხვის პროცესში საოჯახო ფაიფურის ჭურჭელი ტყდებოდა, განაცხადა: "თუ არავინ აპირებს ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოგონებას, ამას თავად გავაკეთებ".
აღსანიშნავია, რომ კოკრეინის მოწყობილობა საოჯახო მეურნეობაში აუცილებელ ნივთად მხოლოდ 40 წლის შემდეგ აღიარეს.
ბეტი ნესმიტ გრემი, რომელმაც "თხევადი ქაღალდის" გამოგონებით გაითქვა სახელი, უბრალო კორექტორი იყო, რომელიც მბეჭდავთა შეცდომებს ასწორებდა. ქიმიის საფუძვლების შესწავლის შემდეგ საკუთარ სახელოსნოში თეთრი ფერის სითხეზე ცდებს ხანგრძლივად ატარებდა, საბოლოოდ კი ბეჭდური შეცდომების დატუშვისთვის საჭირო მასა მიიღო, რომელიც მალე შრებოდა და ხელმეორედ ბეჭდვის შესაძლებლობას იძლეოდა.
პირველ ბიუსტჰალტერი 1889 წელს საფრანგეთში გამოიგონეს, მისი ავტორი კორსეტების სახელოსნოს მფლობელი ერმინი კადოლი იყო. გამოგონებას le Bien-Etre ("კეთილდღეობა") უწოდეს - ნაკეთობას ორი ზონარი ჰქონდა, რომლებიც ზურგის მხარეს კორსეტს უერთდებოდა.
ელასტიური ბიუსტჰალტერი, რომელმაც კორსეტი მთლიანად განდევნა, 1914 წელს მერი ფელპს-ჯეიკობის წყალბით შეიქმნა.
ენ მური აფრიკაში მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი იყო, როდესაც დაინახა, თუ როგორი სიამოვნებით ისხდნენ ბავშვები დედების ზურგზე და 60-იან წლებში ბავშვების ჩანთა Snugli შექმნა.
სისუფთავე არა მხოლოდ სახლში, არამედ ქუჩაშიც უნდა იყოს - ამბობდა მდივანი სინტია ვესტოვერი, რომელმაც 1892 წელს თანამედროვე თოვლის საწმენდი მანქანის პროტოტიპი შექმნა.
ელენ ეგლუიმ სარეცხი მანქანის წინამორბედი გამოიგონა, 1888 წელს კი საკუთარი გამოგონების პატენტი 18 დოლარად გაყიდა, ვინაიდან არავინ შეიძენდა სარეცხ მანქანას, თუ გაიგებდა, რომ მისი პატენტის მფლობელი ვინმე "ზანგი" იყო.
1903 წელს მერი ანდერსონმა ავტომობილის საქარე მინის საწმენდი გამოიგონა - მას ძალიან შეეცოდა მძღოლი, რომელიც ქარბუქში იძულებული იყო ყოველ წუთში ავტომობილი გაეჩერებინა და საქარე მინიდან თოვლი ჩამოეწმინდა.
ავტომობილის ხმის მაყუჩიც ქალმა გამოიგონა - აკუსტიკური ფილტრი 1917 წელს ელ დოლორეს ჯონსმა დააპატენტა.
ამერიკელმა ინჟინერმა მერი ენგლ პენინგტონმა 1907 წელს ტრანსპორტირებადი საყინულე დანადგარი შექმნა, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის დროს სურსათით უზრუნველყოფისთვის აქტიურად გამოიყენებოდა.
მელიტა ბენცის წყალობით, რომელმაც სკოლის მოსწავლის რვეულისგან პირველი ყავის ფილტრი საკუთარი ხელით დაამზადა, ყავის მოყვარულები ყავის ჭარბი ნალექისგან დაცულები არიან. 1908 წელს მან საკუთარი გამოგონება დააპატენტა და მეუღლესთან ერთად ფირმა Melitta დააფუძნა.
გამომგონებელ ჯესი კარტრაიტს საყოფაცხოვრებო ტექნიკის მრავალი ინოვაცია ეკუთვნის, მათ შორის პირველი მიკროტალღური ღუმელი Radarange.
ბიულა ლუიზა ჰენრი, რომელმაც საკუთარი 110 გამოგონებიდან 49-ის დაპატენტება შეძლო, საკერავ მანქანებზე, საყინულე კამერებზე, საწერ დანადგარებზე, მექანიკურ თოჯინებზე, ავტომატურ ქოლგებსა და მსგავს მოწყობილობებზე მუშაობდა.
საბჭოთა ქიმიკოს ანა მეჟლუმოვას 24 პატენტი ეკუთვნის - მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოგონება მაღალოქტანური ბენზინია.
მარიონ დონოვანი 1917 წელს საკერავ მანქანასთან დაჯდა და რამდენიმე მცდელობის შემდეგ საშხაპე ფარდისგან - პამპერსის პროტოტიპი - წყალგამძლე საფენი შექმნა.
1942 წელს მსახიობმა ჰედი ლამარმა კავშირის საიდუმლო მოწყობილობა დააპატენტა, რომელიც დინამიკურად ცვლიდა მაუწყებლობის სიხშირეს და მოწინააღმდეგეების მიერ შეტყობინების ხელში ჩაგდებას ართულებდა.
1962 წელს ამ მოწყობილობას ამერიკულ ტორპედოებში იყენებდნენ, დღეს კი - მობილურ კავშირგაბმულობასა და Wi-Fi-ში.
ეინაიდა ერმოლევამ - ცნობილმა საბჭოთა მიკრობიოლოგმა და ეპიდემიოლოგმა - 1942 წელს ანტიბიოტიკი - პენიცილინი შეიმუშავა.
1971 წელს ამანდა ჯონსმა საგნების ვაკუუმში შენახვის ხერხი მოიფიქრა.
1965 წელს ექიმმა სტეფანი კვოლეკმა სინთეთიკური მასალა - კევლარი შეიმუშავა, რომელიც ფოლადზე ხუთჯერ ძლიერია. კევლარი ტყვიაგაუმტარი ჟილეტების ძირითადი შემადგენელი მასალაა, რომელიც პოლიციელებს, მეხანძრეებსა და სამხედროებს სიკვდილისგან იცავს.
მოქანდაკე პატრიცია ბილინგსმა საკუთარ თავს ისეთი ცემენტის დანამატის შექმნის ამოცანა დაუსახა, რომელიც მის ნამუშევარს დანგრევისგან დაიცავდა. რამდენიმე წლის შემდეგ (1970 წელს) მან მიზანს მიაღწია და ურღვევი და ცეცხლგამძლე ბათქაში შეიმუშავა, რომელიც მოგვიანებით სავაჭრო ნიშან Geobond-ის სახელით დარეგისტრირდა.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.