ინტერნეტ sex shop-ი მორწმუნეთათვის

ინტერნეტ sex shop-ი მორწმუნეთათვის

ნიდერლანდებში, ჰოლანდიური წარმოშობის ყოფილმა პროტესტანტმა მღვდელმა მორწმუნე ქრისტიანებისთვის ინტერნეტ sex shop-ი შექმნა.

"სიყვარული, ეროტიზმი და სექსი ღმერთმა შექმნა, ამიტომ ამ ყველაფერმა ჩვენს ცხოვრებაში ადგილი უნდა დაიკავოს",- მიიჩნევს მაღაზიის პატრონი მარკ ანგენეტი.

მარკ ანგენეტი მღვდელმსახურების გზამ ეროტიკულ ფანტაზიამდე მიიყვანა: მაღაზიის ასორტიმენტი მრავალფეროვანია - პრეზერვატივიდან და ერექციის გამაუმჯობესებელი პროდუქტებიდან დაწყებული ვიბრატორამდე. საიტის დეტალურად გაცნობა www.liefdestuin.nl.-ზეა შესაძლებელი.

მარკს იმედი აქვს, რომ მისი იდეა ბევრ მორწმუნეს მოეწონება, რადგან "საიტი ვულგარულობას მოკლებულია და პორნოგრაფიასთან საერთო არაფერი აქვს".

მომზადებულია euromag.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს