ქმრებზე მოძალადე ბოდიბილდინგის ვარსკვლავი მეექვსედ თხოვდება

ქმრებზე მოძალადე ბოდიბილდინგის ვარსკვლავი მეექვსედ თხოვდება

ბოდიბილდინგის ამერიკელი ვარსკვლავი, მიშელ ბრენტი მეექვსედ თხოვდება. მიშელი, რომელსაც თაყვანისმცემლები მეტსახელად ლედი ტერმინატორს უწოდებენ, აცხადებს, რომ ეს ქორწინება მისთვის უკანასკნელი იქნება. თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ მეუღლე მისი წინამორბედების შეცდომებს არ გაიმეორებს.

ხუთი განქორწინების მიზეზად მიშელი ეჭვიანობასა და საკუთარ ძლიერ ხასიათს ასახელებს. ქალები ოჯახური სკანდალის დროს ჭურჭელს ამსხვრევენ და "ცხოვრების დაკარგული წლების" გამო ქვითინებენ, მიშელი კი ქმრებს სცემს.

ბრენტის მეოთხე ქმარმა, რომელიც მან ღალატში გამოიჭირა, თავს სასტუმროს მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტომით უშველა, თუმცა ამ დროს მან ფეხი იღრძო. მეხუთეს არ გაუმართლა: ახალგაზრდა ტანმოვარჯიშესთან ”ცელქობის” გამო საავადმყოფოში მოტეხილობებით და ტვინის შერყევით რამდენიმე კვირა გაატარა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს