ლაგოდეხში მცხოვრები აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ

ლაგოდეხში მცხოვრები აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ

ლაგოდეხის რაინის სოფელ კაბალში მცხოვრები აზერბაიჯანელები დღეს ნოვრუზ ბაირამის, ანუ გაზაფხულის დღესასწაულს აღნიშნავენ.

საზეიმო ღონისძიებები დილიდან დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება. მანამდე კი ლაგოდეხის აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

2 დღიან ტრადიციულ დღესასწაულს კახეთის რეგიონის უძლიერესი მოჭიდავეები და ცხენოსანი მხედრები ესტუმრებიან. ჭიდაობისა და დოღის გარდა, კაბალისა და განჯალის სტადიონებზე სხვა სპორტული ღონისძიებებიც გაიმართება.

კაბალის ყველა სკოლასა და დაწესებულებაში დასვენების დღე გამოცხადდა.

(სრული ვერსია)

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა