"სპორტული ორგაზმი" - სექსისა და ეროტიკის გარეშე

"სპორტული ორგაზმი" - სექსისა და ეროტიკის გარეშე

ინდიანას უნივერსიტეტის (აშშ) სექსუალური ჯანმრთელობის ცენტრის სპეციალისტებმა უნიკალური კვლევა ჩაატარეს. კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ სპორტულ ვარჯიშებს, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ სექსთან და ეროტიკულ ფანტაზიებთან, ქალის ორგაზმამდე მიყვანა შეუძლიათ.

ამ ფენომენს სამეცნიერო წრეებში უკვე უწოდეს "კორგაზმი" (coregasm, ანუ პრესაში ბოლო დროს დამკვიდრებული გამონათქვამის - core abdominal muscles მიხედვით).

კვლევის შედეგები, რომელსაც ექიმი, მწერალი და ჟურნალისტი დები ჰერბენიკი ხელმძღვანელობდა, სამეცნიერო ჟურნალ Sexual and Relationship Therapy-ში გამოქვეყნდა. ჰერბემიკის თქმით, ორგაზმის მიღწევა შესაძლებელია მუცლის კუნთების ვარჯიშის, ძელზე და თოკზე ცოცვის, ასევე ველოსიპედით სიარულისა და სხვა სავარჯიშოების დროს, რომელთა მიზანიც წონაში დაკლებაა.

მკვლევარებისთვის სიახლე აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ქალის ორგაზმი ყოველთვის არ არის სექსუალური აქტივობის შედეგი და მისი მიღწევა სხვადასხვა გზით შეიძლება. ამ დასკვნამდე მეცნიერები 18-დან 63 წლამდე ასაკის 370 ქალის გამოკვლევის შედეგად მივიდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ორგაზმის მიღწევა ფიზიკური ვარჯიშებით შეუძლიათ და სპორტისგან სექსუალურ სიამოვნებას იღებენ. საინტერესოა, რომ ამ ქალების უმრავლესობა დაოჯახებულია ან სექსისთვის პარტნიორი ჰყავთ, 69% კი ჰეტეროსექსუალია.

კვლევაში მონაწილე ქალების დიდი ნაწილი "სპორტულ ორგაზმს" ისე განიცდის, რომ იმ მომენტში არც სექსზე ფიქრობს და არც მომხიბვლელ მამაკაცზე.

მეცნიერები ამბობენ, რომ ამ მოვლენის ბუნება მათთვის ჯერჯერობით უცნობია, თუმცა იმედი აქვთ, რომ მომდევნო კვლევების ფარგლებში ფენომენს ამოხსნიან.

მომზადებულია MedicalXpress-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს