კენსინგტონის სასახლის ორწლიანი რემონტი, რომელშიც პრინცმა უილიამმა მეუღლესთან, ქეითთან და კოკერ-სპანიელ ლიუპოსთან ერთად უნდა იცხოვროს, დასრულდა. რემონტი დახლოებით 14,5 მლნ ევრო დაჯდა.
დიზაინერები დეკორის ბოლო შტრიხების მონტაჟს ადევნებენ თვალყურს, ხოლო მუშები ქეითის კაბებს და უილიამის პირად ნივთებს ფრთხილად ალაგებენ. ბუჩქები შეკრეჭილია, გზები მოწესრიგებული და მომსახურე პერსონალი ახალ უნიფორმებს ირგებს.
კენსინგტონის სასახლე მყუდრო ქალაქგარე ვილად, უილიამ III და დედოფალმა მარიამ 1689 წელს 20 000 ფუნტად შეიძინეს.
სასახლეს დაწყევლილად მიიჩნევენ - პრინცესა დიანას გარდაცვალებამდე ამ შენობაში ცხოვრობდა, ხოლო სასახლის მეორე ფრთა ელიზაბეტ მეორის უმცროსი დის, პრინცესა მარგარეტის რეზიდენცია იყო, სანამ იგი 2002 წელს არ გარდაიცვალა. მას შემდეგ შენობა ცარიელია.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.