ბრიტანეთში ცეროდენა ლეკვი გაჩნდა

ბრიტანეთში ცეროდენა ლეკვი გაჩნდა

ლეკვი, რომელიც ფუნტზე ნაკლებს იწონის, ხელისგულზე თავისუფლად თავსდება. მას ჯეკ რასელი ქვია და ინგლისის ქალაქ სვინდონში დაიბადა.

ლეკვის პატრონი 10 წლის კელი-მეი კოლესი მას 9 დღის განმავლობაში სპეციალური პატარა ბოთლით კვებავდა, რადგანაც დედამ ის დაბადებისას მიატოვა.

"ყველა მიიჩნევს, რომ ჩემი ჯეკი ლამაზია. ყველა ჩემს მეგობარს უყვარს ის. სკოლის მასწავლებელმა ისიც კი მითხრა, ეს ლეკვი ყველაზე პატარაა, რომელიც კი დაბადებულაო", - ამბობს გოგონა.

როდესაც ლეკვი დაიბადა მხოლოდ 8 სანტიმეტრი იყო. ჯეკისთან ერთად კიდევ 4 ლეკვი გაჩნდა, მაგრამ მხოლოდ ჯეკი გადარჩა.

მომზადებულია dailymail.co.uk- ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს