ტაივანელი დიზაინერები მულტიპლიკაციურ ჩანთებს ქმნიან. ჩანთა რეალურია, მაგრამ ძალიან გავს მულტიპლიკაციურ ნახატს. ერთი შეხედვით, შესაძლოა, ადამიანს მოეჩვენოს, რომ ეს მხოლოდ 2 განზომილებაში შესრულებული ჩანთის ესკიზია.
ჩანთების შექმნის იდეა ჩაი სუს და რიკა ლინს გაუჩნდათ. ისინი რამდენიმე აქსესუარის დიზაინს მულტფილმებს დაესესხნენ. გოგონებმა ჩანთების საკუთარი ხაზი jumpFromPaper შექმნეს.
იდეა ნოვატორულია და ისიც საგულისხმოა, რომ ტაივანელი გოგონები სულ რაღაც 20 წლისანი არიან. მათზე მოდის სამყაროში დიდ იმედებს ამყარებენ.
ჩანთები, რომელსაც ისინი ქმნიან, საკმაოდ ტევადია. მათი ფასი 100 აშშ დოლარია.
მომზადებულია re-actor.net-ის მიხედვით.