დიდი ბრიტანეთის ლანკასტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ფილმები ჯადოქრებზე და მაგიაზე ბავშვის ფანტაზიის და შემოქმედებითი აზროვნების უნარს ავითარებს. ზებუნებრივი სიუჟეტები ბავშვების ცნობიერების განვითარებისთვის სასარგებლოა.
ექსპერიმენტში სკოლამდელი ასაკის 52-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ორ ჯგუფად გაყვეს. ერთ ჯგუფს ფილმიდან "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" ის კადრი აჩვენეს, სადაც ჰარი ჯადოსნურ ჯოხს და მაგიურ შელოცვებს იყენებს. მეორე ჯგუფს იმავე გმირის მონაწილეობით რგოლი ანახეს, მაგრამ მაგიის გამოყენების გარეშე.
ამის შემდეგ ბავშვებმა ტესტები გაიარეს. მათ უნდა დაეხატათ, მაგალითად, კურდღელი ან წარმოედგინათ რომ ავტომობილს მართავენ, მათ ასევე სთხოვეს, ეფიქრათ პლასტმასის ჭიქის ურნაში ჩაგდების საუკეთესო ხერხზე და ჭიქის გამოყენების სხვა ვერსია მოეფიქრებინათ.
გაირკვა, რომ ბავშვებმა, რომლებმაც ეკრანზე მაგიური სცენები ნახეს, ამ დავალებას თავი უფრო შემოქმედებითად გაართვეს.
მომზადებულია Science Daily-ის მიხედვით.