კოლუმბიაში მორწმუნენი მძიმე მეტალის თანხლებით ლოცულობენ

კოლუმბიაში მორწმუნენი მძიმე მეტალის თანხლებით ლოცულობენ

კოლუმბიაში, მორწმუნეთა ჯგუფი, რომელიც 40 ადამიანისგან შედგება, მძიმე მეტალის თანხლებით აღავლენს ლოცვას. ისინი მიიჩნევენ, რომ მძიმე მეტალი ღვთისმოშიში ლოცვის ფორმაა.

ეკლესიის დამაარსებელი 24 წლის კრისტიან გონსალესია, რომელიც მძიმე მეტალის დრამერია. როგორც კრისტიანი ამბობს, ილოცო მძიმე მეტალის მუსიკის თანხლებით, სრულებით ჩვეულებრივი ამბავია.

მორწმუნენი ყოველ შაბათს, ღამით სახლის მეორე სართულზე იკრიბებიან. ცერემონია ტრადიციული მესისა და მძიმე მეტალის ნაზავს წარმოადგენს და ბიბლიურ თემებს მოიცავს. კრიალოსნები ჯაჭვებისგან არის დამზადებული.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია odditycentral.com- ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს