გოგონა 1,5 მეტრიან თმას 5 500 დოლარად ყიდის

გოგონა 1,5 მეტრიან თმას 5 500 დოლარად ყიდის

12 წლის ბრაზილიელი ნატაშა მორაეს დე ანდრადე, რომელსაც თმა არასდროს შეუჭრია, თავის დალალებს ემშვიდობება.

გოგონას თმების სიგრძე 1 მეტრი და 57 სმ-ია და ამ საგანძურში ნატაშა 5 500 აშშ დოლარს ითხოვს. ნატაშას ოჯახი რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ ღარიბ გარეუბანში ცხოვრობს. გოგონას ეს თანხა სახლის რემონტისთვის სჭირდება.

თმების გამო ნატაშას ადგილობრივები მულტფილმის გმირს, პრინცესა რაპუნცელას ადარებენ, რომელსაც ძალიან გრძელი თმა აქვს. ნატაშას მეზობლები მის სახლთან იკრიბებიან და გოგონას აივნიდან თმების გადმოყრას სთხოვენ.

ნატაშას თავის დასაბანად 4 საათი და ერთი ბოთლი შამპუნი სჭირდება, ხოლო თმის დავარცხნაზე მას ყოველდღიურად რამდენიმე საათი ეკარგება. სიარულის დროს, თმების ხელში დაკავება უწევს.

თმების შეჭრას დედა დაჟინებით მოითხოვს, რადგან მისი შვილის ცხოვრება ამ "საგანძურის" გამო სულ უფრო მოსაწყენი გახდა. გარდა ამისა,  ოჯახს თმის მოვლა წელიწადში 600 დოლარი უჯდება, რაც მათი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან ძვირია.

"ძალიან მიყვარს ჩემი გრძელი თმა და მომენატრება, როდესაც შევიჭრი, მაგრამ მისი მოვლა ნამდვილი ტანჯვაა", - განაცხადა ნატაშამ.

მომზადებულია agile-news.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს